23:42 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 10:31:40, 3869 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერზე - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა

„ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა“ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე უფრო ამაზრზენი ოპოზიციური პარტიების ქმედებები იყო, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ ბანერების ჩამოხევას.

„წარმოუდგენელია, ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა შეფასება მივცეთ იმას, რაც მათ ბანერზე გამოაკრეს - ეს არის რუსული პროვოკაცია და რუსული დაკვეთა, რომელსაც, სამწუხაროდ,  ისინი ასრულებენ.

როგორც ვიცი, „პატრიოტთა ალიანსის" მიერ 3 ასეთი ბანერია ბათუმში გამოკრული. მეორე ბანერის ჩამოხსნის დროს,  მესამე ბანერის ჩამოსახსნელად ერთმანეთს ასწრებენ პოპულისტურად ოპოზიციური პარტიები. მარათონი აქვთ,  რომელი მიასწრებს ბანერთან, რომ თითქოს ისინი არიან ყველაზე მაგარი პატრიოტები და ჩამოხსნეს.

რა თქმა უნდა, გულწრფელადაც შეიძლება ვინმეს გაუჩნდა ღია პროტესტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თუ იმ პარტიებმა მიასწრეს იმ ბანერთან ჩამოსახსნელად, რომლებიც აშკარად არა, მაგრამ  მათი ფარული საქციელებით და მოქმედებებით კიდევ უფრო მყარად უჭერენ მხარს რუსულ საქმეს, ეს კიდევ უფრო ამაზრზენი იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics