03:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-29 16:21:25, 4486 ნახვა

სამართალი
ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერის, ალან თადტაევის განცხადებით, სამართალდამცავებმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები და ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.

„საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია. ყვალა მათგანის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ამ ღონისძიებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - განაცხადა ე.წ. სპიკერმა.

ცნობისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics