|
2020-08-28 12:55:07, 9636 ნახვა
სამხედრო
ბათუმში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა
საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ტურნირის ფინალური ეტაპი ბათუმის ბულვარში ჩატარდა, რომელიც ეროვნული გმირის შვილის, ანა ანწუხელიძის მიერ შესრულებული ჰიმნით გაიხსნა. ფინალურ შეხვედრებში თასის მოსაპოვებლად თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 8 გუნდმა იასპარეზა. ფინალში ერთმანეთს გენერალური შტაბის გუნდი “ორბი” და დასავლეთ სარდლობის გუნდი “ნუგელა” დაუპირისპირდნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ “ნუგელას” გამარჯვებით, ანგარიშით 11:7 დასრულდა. გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირზე საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა - მე-2 ადგილი მოიპოვა გენერალური შტაბის გუნდმა “ორბი”, ხოლო მე-3 ადგილი - სამხედრო პოლიციის გუნდმა “სარანგი”. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საპრიზო ფონდი შეიქმნა. პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულმა წევრმა ჯილდოდ 1500 ლარი მიიღო. თავდაცვის მინისტრის საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების მოთამაშეებსაც ერგოთ - 1000 და 500 ლარის ოდენობით. გამარჯვებულ გუნდებს მედლებიც გადაეცათ. ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მის დაბადების დღეს 18 აგვისტოს გაიხსნა და ის ყოველ წელს გაიმართება. ტურნირის ფინალურ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გიორგი ანწუხელიძის ვაჟს, რომელსაც სპორტის ამ სახეობის მიმართ დიდი ინტერესი გააჩნია, სპორტულ განვითარებაში ხელს შეუწყობს და კალათბურთის პროფესიონალურ დონეზე შესწავლაში დაეხმარება. ტურნირი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ პარა-კალათბურთში საჩვენებელი თამაშით დასრულდა. “3X3 კალათბურთში“ თამაშები ორ ეტაპად ჩატარდა. ჩემპიონატში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდმა იასპარეზა.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)