|
2020-08-21 12:29:16, 1255 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 4 დღეა შიმშილობს, რითაც მისთვის წაყენებულ ბრალს აპროტესტებს. „იცით, რომ ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მე მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი დახმარება გაეწევა, რის შემდგომაც მიიღება გადაწყვეტილება ექნება თუ არა პროცესის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა გელხაურმა. შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)