|
2020-08-19 16:04:06, 1711 ნახვა
ეკონომიკა
„შატო მუკუზანმა“ თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა
მუკუზანი დაცული ადგიწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება. ღვინო „მუკუზანის“ წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით. „შატო მუკუზანი“ მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული. კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საწარმოს განახლება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით „შატო მუკუზანმა“ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შეიძინა, წარმოების გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა რამდენით, ეს ყურძნის მოსავალზე იქნება დამოკიდებული. „ჩვენი საწარმო მუკუზანის მიკროზონაში მდებარებს, იქ, სადაც 100 პროცენტით ნამდვილი, კახური მუკუზანი იწარმოება. საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გავაშენეთ, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება,“ - ამბობს „შატო მუკუზანის“ ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი. კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)