|
2015-09-10 13:37:13, 468 ნახვა
პოლიტიკა
აჭარასა და დალიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორმოცდაათ წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და დალიანის მერმა, შენგფენგ სიაომ მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს თანასწორობის, თანამშრომლობისა და ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ამ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო დალიანში საქართველოს პრემიერ -მინისტრისა და მასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბოლო ვიზიტის შემდეგ. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ჩამოყალიბდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის. მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მიღწევას უზრუნველყოფს ხელმძღვანელ პირებსა და შესაბამის უწყებებს შორის რეგულარული ურთიერთობები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)