15:03 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 11:55:08, 944 ნახვა

მსოფლიო
სვეტლანა ტიხანოვსკაია - მზად ვარ გავხდე ეროვნული ლიდერი

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი.

მან ვიდეომიმართვაში თავის პოლიტიკურ კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ლიდერად გახდომა არასდროს ყოფილა მისი მიზანი, მაგრამ მზად არის, რომ ბელარუსს ცვლილებებისკენ გაუძღვეს.

„თქვენ მე არჩევნებზე ხმები მომეცით, რასაც მე ვაფასებ. დარწმუნებული ვარ მიზეზში, რატომაც გააკეთეთ ეს. ჩვენ ყველას გვინდა გასვლა ამ დაუსრულებელი წრიდან, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მე მზად ვარ, რომ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და გავხდე ეროვნული ლიდერი, იმისათვის, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, გადავიდეს ცხოვრების ნორმალურ რიტმზე, გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოვამზადოთ ძალიან სწრაფად ახალი საკანონმდებლო საფუძველი, რომ დავაორგანიზოთ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. რეალური, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომლებსაც მსოფლიო საზოგადოება უკამათოდ მიიღებს“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ასევე მოუწოდა ქვეყნის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების ძალებს, რომ შეწყვიტონ ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ საზოგადოება აპატიებს იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics