|
2020-08-12 12:07:33, 931 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია - ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისთვის, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია
ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისთვის, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა. მისი თქმით, ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობამ რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება. „ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და შტაბმა შესაბამისად ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ ამისთვის ბიზნესვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)