|
2020-08-12 11:51:28, 996 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - როგორც საერთაშორისო, ისე შიდა მოგზაურები უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტისს გარდა ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია. მანვე ისაუბრა ყაზბეგში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არაა. „ყაზბეგში არ შეინიშნება საგანგებო სიტუაცია მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. ამ ეტაპისთვის არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ყაზბეგის ნაწილში არავითარი მსგავსი გეგმა არაა. ყველა სხვა რეგიონში შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. მანვე დასძინა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთხელ უნდა დააწმუნოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოგზაურები, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა. „ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევქმნათ ის უსაფრთხო გარემო, მათ შორის სვანეთში რომ საერთაშორისო ისევე როგორც შიდა მოგზაურებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, რადგან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)