21:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 12:26:16, 907 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

სწავლების ფარგლებში, პირველი შეხვედრები ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში გაიმართა. ტრენინგების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება. განსაკუთრებული აქცენტი ეთმობა სამართლებრივ ბაზას, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ადგილობრივი თვითმმართველობების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ზედამხედველობა და კონტროლი, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, ნარჩენების მართვა და სხვა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, საკრებულოების და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა გარემოსდაცვითი რეგულაციების აღსრულებასთანაა დაკავშირებული.

ტრენინგები მუნიციპალიტეტის დონეზე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ტრენინგებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics