21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 12:47:38, 568 ნახვა

საზოგადოება
ავტომობილი „ბენცი“ - კვირის დოკუმენტი

ავტომობილი „ბენცი“, მოდელი „ტორპედო“. ფოტო სარეკლამო ბროშურიდან, 1913 წელი.
ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კავკასიაში სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილების შემოყვანა XX საუკუნის დასაწყისიდან,  კავკასიის სამხედრო გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ გააქტიურდა.

კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ფონდის მასალებმა შემოგვინახა ინფორმაცია დღესათვის კარგად ნაცნობი თუ ნაკლებადცნობილი ავტომობილების მწარმოებლების შესახებ, რომელთა პროდუქცია ერთი საუკუნის წინათ შემოდიოდა კავკასიაში, ესენია: „ჯენერალ მოტორსი“, „დე დიონ ბუტონი“, „პეჟო“, „ოპელი“, „კადილაკი“, „კრეზო შნაიდერი“, „მიტჩელი“,  „ფიატი“,  „ოლდსმობილი“, „ლორენ დიტრიხი“, „აველინგი და პორტერი“ და სხვა.

1913 წელს იალტელ გრიგორი მოსკვიჩს კავკასიის საოლქო საგზაო სამმართველოს ინჟინერ არკადი ლავრენტიევისაგან იჯარით აუღია 5 ავტომობილი „ბენცი“ საქართველოს სამხედრო გზაზე, ვლადიკავკაზი-თბილისის მიმართულებით მგზავრების გადასაყვანად. სარეკლამო ბროშურის ფოტო სწორედ ამ გარიგების შესახებ გაფორმებულ დოკუმენტაციას ახლავს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics