10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-10 20:51:48, 1235 ნახვა

სამართალი
გურამ ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ამოიცნო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო. დაკავებულის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, ამოცნობაზე ამირხანაშვილი 30 ივლისს დაიბარეს და მან რევაზაშვილი გაიხსენა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

ადვოკარი ასევე აღნიშნავს, რომ ამირხანაშვილს ამოცნობისას არ დაუკონკრეტებია რაიმე სახის ძალადობა, თუნდაც მის მიმართ.

„30 ივლისს შედგა ამოცნობა,  რა დროსაც გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი ნახა არაგვის ხიდზე, ფერად შენობასთან. თუმცა მას არაფერი უთქვამს, იმის შესახებ, რომ რევაზაშვილმა რაიმე იმოქმედა, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოთ. ამოცნობა 109-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშო მოხდა“, - განაცხადა შოთა კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics