|
2015-09-09 12:01:14, 544 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში სეზონური დაავადებების მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართება
სეზონური დაავადებების მართვისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ დღეს, 16:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია სეზონურ დაავდებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებეში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა. შეხვედრაზე აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წარმოადგენს გადამდებ დაავდებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიშს. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები. დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება. პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნება ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა. ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40–ე კვირიდან მომდევნო წლის მე–20-ე კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. შეხვედრას დაესწრებიან: აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)