06:58 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 11:36:01, 1320 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ქართველები მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ

მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღეა, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა.

„დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ იმ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. დღეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიზაროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. მიუხედავად ყველა განსხვავებისა, უთანხმოებისა, ქართველები მოვახერხებთ ერთად დადგომას და მოვახერხებთ ერთად შევაჩეროთ ის დიდი უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა რუსულმა ოკუპაციამ “, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics