|
2015-09-07 14:21:10, 371 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ თანამშრომლობას და აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებული ვიზიტების მაღალ დინამიკას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლინას ლინკევიჩიუსს იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ლიტვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს. მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი აღნიშნეს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)