|
2020-07-30 19:59:53, 12001 ნახვა
სპორტი
კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 4 მილიონს გადაცდა - ახალგაზრდა ქართველით ევროპის გუნდები დაინტერესდნენ
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 4 მილიონს გადაცდა. არსებული ინფორმაციით ევროპის გუნდები ახალგაზრდა ქართველით დაინტერესდნენ, თუმცა ის რუსეთში რჩება. ფეხბურთელის მამა Sportbox-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ხვიჩას განვითარებისთვის რუსეთში დარჩენა მნიშნელოვანია. “ის თვითონ მეუბნება, რომ ძალიან მოუმატა. უბრალოდ არ ხდება, რომ ფეხბურთელი 1 თვის განმავლობაში სრულიად შეიცვალოს და გაცილებით კარგად ათამაშდეს. მადლობა სლუცკის, რომელიც კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება და რისკის გაწევის საშუალება მისცა. ჩემს შვილს მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ამასწინათ მითხრა: "მამა, სხვა გუნდში არ მინდა. სლუცკისთან ერთად კიდევ უფრო მოვუმატებ”. ვუპასუხე: “რა პრობლემაა, ასე იყოს”. ამით ყველაფერი ნათქვამია. მცველების მოტყუება, მეტოქესთან დისტანციის გრძნობა – ამას ვერ ისწავლი, ეს ღმერთისგანაა, დაბადებიდან. ყველაფერი თავიდანაა ჩადებული და უბრალოდ, მისი დახვეწაა საჭირო. ვიმეორებ, ამ დროს მწვრთნელის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ის გზღუდავს, არასდროს არაფერი გამოგივა. ცხადია, რომ ხვიჩას სხვა მოვალეობებიც აქვს და ის პირველ რიგში გუნდზე მუშაობს, თუმცა, მეტოქის საჯარიმოსთან რისკის გაწევის უფლებაც აქვს. მას ძალიან გაუმართლა, რომ რუბინში ასეთი მწვრთნელი ჰყავს. ხვიჩას მომატება ყველა კუთხით სჭირდება და ის არც გაჩერდება. მას მუშაობა უყვარს და თუკი ასე გააგრძელა, ზღვარს ვერ ვხედავ, ყველაფრის მიღწევა შეუძლია. სხვა გუნდებზე ნაკლებად ფიქრობს და უფრო საკუთარ თავზეა კონცენტრირებული. ფიზიკური მომზადების კუთხით უნდა მოუმატოს და გამოცდილებაც მიიღოს. სხვა აზრები არ გვაქვს. მის აგენტთან ერთად ამასწინათაც ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ სადმე წასვლა ნაადრევია. დიახ, ევროპული კლუბებიდან ინტერესი არის, თუმცა, არ ვჩქარობთ. ახლა, ყაზანში კარგი მწვრთნელია, კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და სავარაუდოა, რომ ახალ სეზონში გუნდს გარკვეული მიზნებიც ექნება”, - განაცხადა ბადრი კვარაცხელიმ. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ სეზონის დასაწყისში მივიდა და 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამასთანავე რამდენჯერმე მიყოლებით მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ დაასახელეს და სეზონის ბოლოს გულშემატკივართა რჩეულიც გახდა. Transfermarkt-მა ხვიჩას სატრანსფერო ფასი 2 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაზარდა და ის ქართველ ფეხბურთელთა შორის მხოლოდ გიორგი ჩაკვეტაძესა (6.7 მილიონი) და საბა კვერკველიას (5.0 მილიონი) ჩამორჩება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)