|
2020-07-30 01:40:46, 4940 ნახვა
მსოფლიო
მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა. როგორც სააგენტო „ბელტა“ იუწყება, დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ჩავიდნენ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მინსკში წუხელ დაკავებულ „უცხოელ მებრძოლთა“ დიდი ნაწილი, 20 კაცი, უკრაინაში მოქმედი ცნობილი არასამთავრობო ცენტრის, „მშვიდობისმყოფელის“ ("Миротворец“), მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს. ამ 20 კაციდან 5 მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. დაკავებულთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა - ძირითადად დონეცკიდან და ლუგანსკიდან და, ასევე, სავარაუდოდ, ოდესიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ცენტრ „მშვიდობისმყოფელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომან ზაიცევმა. ვაგნერი, ოფიციალურად, კერძო რუსული სამხედრო კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მზარეულად ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის რამდენიმე კონფლიქტურ ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)