|
2020-07-29 15:25:26, 3720 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბოლო რამდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში
„ბოლო 8 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 654 მგვტ. ამ თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელიწადში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ 8 - წლიან პერიოდში უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესში გადავიდა ისეთი სტრატეგიული ჰიდროსადგურები, რომლებზეც მანამდე წლების მანძილზე მიმდინარეობდა ლაპარაკი. მისი თქმით, აშენდა და ამოქმედდა შუახევიჰესი, მშენებლობის პროცესში გადავიდა ნამახვანი ჰესი და ნენსკრა ჰესი. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში. „ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსი, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)