|
2020-07-24 14:03:22, 9094 ნახვა
სხვადასხვა
თბილისის მერია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ურბანული მობილობის სფეროში ითანამშრომლებენ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურბანული მობილობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. სამწლიანი თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კარლ ფ. ტესტენსენმა მოაწერეს. მაია ბითაძის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული სამწლიანი პროგრამა თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის. მერიის მუნიციპალიტეტთან და ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, სამწლიანი პროგრამა იწყება, რათა ერთობლივად, კვლავ გაძლიერდეს შესაძლებლობები, ადამიანური რესურსი და ტექნოლოგიები იმისთვის, რომ თბილისში სატრანსპორტო სისტემა გამართული იყოს და ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელმა მემორანდუმის მიზნების წარმატებით განსახორციელებლად, ქართულ მხარესთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სხვადასხვა მიმართულებით, ინტენსიური თანამშრომლობა არსებობს. ჩვენს ორგანიზაციასა და თბილისის მერიას შორის ურბანული მობილობის გასაძლიერებლად დღეს გაფორმებული მემორანდუმიც ერთ-ერთი დასტურია იმისა, რამდენად ნაყოფიერი და მჭიდროა ჩვენ შორის არსებული თანამშრომლობა. მომავალში ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ვისურვებდი. თუ თვალს გადავავლებთ მემორანდუმის საკითხებს, ვნახავთ, რომ ის ეხება ქალაქებში, მათ შორის, თბილისში, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. მდგრადი მობილობა ცხოვრების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელია და ის გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ისეთ ქალაქებში, რომლებშიც კვლავ მზარდია ტრანსპორტის ცირკულაციისგან გამოწვეული წნეხი. დარწმუნებული ვარ, დღეს გადადგმული ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თბილისისთვის ამ მიმართულებით წარმატებასა და სასარგებლო შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა კარლ ფ. ტესტენსენმა. მხარეებს შორის მემორანდუმი რეგიონული პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobility4Cities) ფარგლებში გაფორმდა და მიზნად ისახავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერას ურბანული მობილობის სფეროში დაგეგმილი აქტივობების ეფექტური განხორციელებისთვის. მათ შორისაა, ღონისძიებები გონიერი სატრანსპორტო სისტემის დანერგვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის, კერძო სექტორთან დიალოგის მხარდაჭერისა და სამხრეთ კავკასიის ქალაქებს შორის მობილობასთან დაკავშირებული ინოვაციური საკითხების გაცვლის მიმართულებით.
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
ძალოვანებმა პუტინს შესთავაზეს სახელმწიფო დუმის არჩევნების გაუქმება ეკონომიკური პრობლემებისა და დრონების თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)