|
2015-09-04 16:19:52, 414 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ტელევიზიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს მეტი სიცხადე და დასაბუთება სჭირდება
თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ მთავრობის წევრებს და ამ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მედიაზე ზეწოლის არცერთ ფაქტს, ამას სჭირდება აღიარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს მედია თავისუფალია სახელისუფლებო ზეწოლისგან. რაც შეეხება ტელევიზიებში გადაცემების დახურვის ფაქტს, მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან გადაწყვეტილებების უკეთ დასაბუთება ისურვა. "მესამე წელია ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა და რაც უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე ოპონენტებმა, ეს არის მხოლოდ საუბარი, შედეგი კი არის თავისუფალი მედია. თუნდაც ის, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ მთავრობის წევრებს და ამ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მედიაზე ზეწოლის არცერთ ფაქტს, ეს არის რეალობა. ამას სჭირდება აღიარება. რაც შეეხება ტელევიზიის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებს გადაცემებთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი სიცხადე, დასაბუთება და ეს ალბათ უნდა მოკითხოთ შესაბამისი ტელევიზიების ხელმძღვანელებს", - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)