|
2015-09-04 14:30:46, 463 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთს ეწვია
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბიორგე ბრენდე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. იგი გაესაუბრა ადგილობრივ მკვიდრს ზურაბ ვალიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართების გავლების პროცესისა და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს შექმნილი ვითარების შესახებ. ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადებით, ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც ასევე ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას“ - განაცხადა ბიორგე ბრენდემ და დასძინა, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უნდა იქნას განხილული. ვიზიტის ფარგლებში ბიორგე ბრენდე "ამბასადორიალი 2015"-ში მიიღებს მონაწილეობას და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)