|
2020-07-21 14:50:10, 5568 ნახვა
მსოფლიო
თურნავა - ღია სივრცეში, კონცერტებისა და ქორწილების დაშვების მიუხედავად, უნდა დავიცვათ რეგულაციები
დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტებისა და ქორწილების გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული. „ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის, დასაქმებულებისთვის, მათ შორის ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, ივენთ მენეჯერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნებისა თუ სასტუმროებისთვის, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, მათ შორის ის, რომ ასეთ ღონისძიებებზე 100 ადამიანზე მეტმა არ უნდა მოიყაროს თავი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების ლიბერალიზაცია და პრაქტიკულად, ძალიან მცირე სფერო დარჩა, სადაც შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ასევე მზადდება პროტოკოლი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქაც ლიბერალური მიდგომები იქნება გამოყენებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)