|
2020-07-21 09:58:53, 4642 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე შეთანხმდნენ
ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი ჯამში 750 მილიარდი ევროსგან შედგება, საიდანაც 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით იქნება გამოყოფილი. ეკონომიკის აღდგენის გეგმასთან ერთად, გაერთიანების ლიდერები ბლოკის 7 წლიან ბიუჯეტზეც შეთანხმდნენ, რომელიც 1,074 ტრილიონ ევროს შეადგენს. მოლპარაკებები ბრიუსელში პარასკევს დაიწყო და დაახლოებით, 90 საათი გაგრძელდა, რაც 2000 წლის შემდეგ ბლოკში გამართულ ყველაზე ხანგრძლივ სამიტად ითვლება. შეთანხმებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. როგორც მან აღნიშნა, ეს ისტორიული შეთანხმებაა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კი შეთანხმებას მნიშვნელოვანი უწოდა. გრანტების სახით ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს ევროკავშირის ის წევრები მიიღებენ, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. მათ შორისაა, იტალია და ესპანეთი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)