|
2020-07-18 15:55:36, 3836 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დანიური „Danfoss“ - ი საქართველოში ინჟინრების გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს
„Danfoss" - ი ცნობილი და ტრადიციული კომპანიაა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში შეიტყეს, რომ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკულ რეფორმას და მიღებულია კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, სურვილი გამოხატეს, უახლოეს მომავალში თავისი წარმომადგენლები გამოაგზავნონ და ინვესტიციის განხორციელებისა და წარმოების გადმოტანაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, დააფინანსონ ტრენინგები ქართველი ინჟინრებისთვის. აღნიშნული კადრები მომავალში შესაძლოა, „Danfoss" - ის საწარმოში დასაქმდნენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ დანიურ კომპანია „Danfoss“-სის ტოპ-მენეჯმენტთან ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, დანიური კორპორაციის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივიან და ადგილზე გაეცნობიან ქვეყნის ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს, თუმცა მანამდე „Danfoss“ - ი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც ქართველ ახალგაზრდა ინჟინრებს გადაამზადებს. საინჟინრო კადრების მომზადება - გადამზადების პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხოლო სტაჟირება დანიური კომპანიის „Danfoss“ - ის საწარმოებში გაიარონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)