03:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 19:02:29, 9971 ნახვა

სპორტი
ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან გიორგი ქოჩორაშვილი 22-ე ქართველია

2019 წელს იტალიის  სერია A-ში თამაში დაასრულა ქართველმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც იტალიური „ემპოლის“ ღირსებას იცავდა. ის ამ დრომდე ბოლო ქართველი იყო ევროპის Top 5 ლიგაში მოთამაშე ქართველებიდან.

რამდენიმე დღის წინ  ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა ახალგაზრდა შემტევმა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც ევროპაში ერთი წლის შემდეგ, ხოლო ესპანეთში 12 წლის შემდეგ 22-ე ქართველი გახდა ამ სტატისტიკით.

ქოჩორაშვილმდე ლა ლიგაში მხოლოდ ორ ქართველ ფეხბურთელს ჰქონდა ნათამაშები , გიორგი დემეტრაძეს „რეალ სოსიედადში“ - 2000-2002 წლებში და შოთა არველაძეს „ლევანტეში“ - 2007-2008 წლებში.

ქართველ ფეხბურთელებს გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ინგლისისა და საფრანგეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშიათ.

ყველაზე მეტ ქართველს გერმანიის „ბუნდესლიგაში“ აქვს ნათამაშები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics