|
2020-07-17 14:20:28, 4210 ნახვა
ეკონომიკა
დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული რძის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქართული რძის ფედერაციის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან. მემორანდუმის მიზანი, რძის სექტორში ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერაა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მხარდაჭერის მიმართულებით ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)