|
2020-07-17 13:33:54, 3964 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა
„მაგარი კვლევები ჩაატარა კეზერაშვილმა და ისეთი შედეგი გამოიყვანეს, რომ ყველა შემთხვევაში ოპოზიცია იმარჯვებს. ამ პანდემიის პირობებში საინტერესოა როგორ ჩაატარეს ან აქამდე როგორ ატარებდნენ კვლევებს საერთოდ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა ხმამაღლა საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, და გაცილებით უფრო კარგი კვლევაც აქვს ჩატარებული. მისივე თქმით, ბევრი პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა, პანდემიის გამო ვერ სრულდება თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და ქვეყანა განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება რომელიც იყო დაგეგმილი. „სამწუხაროდ, ბევრი პროგრამა, რომელიც განაპირობებდა კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას, ამ უბედურების გამო ვერ სრულდება, რასაც ვირუსის გავრცელება ჰქვია, მაგრამ იმედია, დასტაბილურდება და კიდევ დავუბრუნდებით იმ ტემპებს, რომელიც გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება სიტუაციის მართვას ამ საგანგებო პირობებში, მახსოვს 18 თუ 20 მიმართულება, სადაც ხელისუფლების ჩართულობა 2012 წლამდე იყო 0, მაგრამ რეიტინგებში მაინც პირველ ადგილზე იყვნენ. ამ 0-დან მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, საკმაოდ ბევრი შევძელით. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, ხოლო კეზერაშვილის ტელევიზიებით თუ სხვა რესურსებით წარმოჩენილი განწყობა - სულ სხვაა. ასე რომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კიდევ მეტს შევძლებთ, გაცილებით უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს და არც ადამიანების სისხლსა და ბედზე გადაივლის ჩვენი მომავალი ისტორია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)