|
2020-07-17 13:26:31, 3811 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მე არსად არ მივდივარ, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და შედეგი, რომელიც წელს გვექნება, დიდი ხანია არ გვიჩვენებია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო დაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია არ დაიშლება და მას ახალი წევრებიც შეუერთდებიან. „ვიცი ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში, თითქოს ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან კვლევების მიხედვით „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვთ არჩევნებზე. პირველი - მე არსად არ მივდივარ, მეორე - არ იშლება გაერთიანებული ოპოზიცია და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე - ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია არ უჩვენებია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)