01:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 13:22:16, 5291 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ხიმშიაშვილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა:

საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხი და საცალფეხო ბილიკი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფს;

ფერადი ფილებით, გარე განათებებით, სკამებითა და ლითონის მოაჯირით მოეწყობა დასასვენებელი პარკი. განთავსდება ნაგვის ურნები. დაგეგმილია ფანჩატურის მშენებლობა.

როგორც აღნიშნულ ქუჩაზე, ასევე მუნიციპალიტეტის დაბაში განხორციელდება ქუჩებისა და შენობების დამისამართება.

მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics