|
2020-07-17 12:51:40, 7678 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პარლამენტი - ვგმობთ სომხეთის თავდასხმებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ
თურქეთის პარლამენტში ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობენ სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას „Daily Sabah“ ავრცელებს. „როგორც თურქეთის ეროვნული ასამბლეა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ სომხეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმებს აზერბაიჯანის ტოვუზის რეგიონში“, - ვკითხულობთ განცხადებაში. პარლამენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირება მოახდინონ რეგიონში „სომხეთის არაკანონიერი ქმედებების წინააღმდეგ“. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი გზით გადაჭრასთან დაკავშირბეით და აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)