|
2015-09-03 19:37:06, 470 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ვერ გავიგე, პრეზიდენტი რატომ არ გვეთანხმებოდა
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარესთვის, თამაზ მეჭიაურისთვის გაუგებარია, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილების შეტანას რატომ არ ეთანხმებოდა. „ვერ გავიგე პრეზიდენტი რატომ არ გვეთანხმებოდა. ჩვენ რაც შეგვეძლო, არგუმენტებით დავასაბუთეთ, რატომ უნდა მიგვეღო ეს კანონი და მივიღეთ კიდევაც. ეს მას უნდა დაესაბუთებინა, რატომ იყო მისთვის მიუღებელი პრინციპული ცვლილებები, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. მას უბრალოდ არ აწყობს არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა მეჭიაურმა. ცნობისთვის, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, პრეზიდენტმა ვეტო დაადო. დღეს კი, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ებანოიძისა და მეჭიაურის მიერ მომზადებული ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)