|
2020-07-16 13:56:09, 7262 ნახვა
მსოფლიო
თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, სომხეთი მზადაა მათ დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაყვანის საშუალება მისცეს
იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ცეცხლს შეწყვეტს, სომხური მხარე მზადაა, მათ მისცეს უფლება, რომ ინციდენტისას დაჭრილი და გარდაცვლილი პირები გადაიყვანონ. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სომხეთის თვადაცვის მინისტრი შუშან სტეპანიანი წერს. „იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცეცხლს შეწყვეტენ, სომხური მხარე მზადაა მისცეს უფლება აზერბაიჯანს, რომ ინციდენტისას დაჭრილი და გარდაცვლილი პირები გადაიყვანონ“, - წერს სომხეთის თავდაცვის მინისტრი. შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო მონაცემებით საზღვარზე მომხდარმა შეტაკებებმა 16 ადამიანი იმსხვერპლა. გუშინ ღამით სომხეთისა და აზებაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ გუშინ ღამით საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა კი ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)