21:10 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 12:14:32, 5148 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, ქართული მხარის დასუსტების დემონსტრირებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, სერგი კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმდენად გათავხედდა, რომ საქართველოს და მის პარტნიორებს ადანაშაულებს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის მორიგი სამწუხარო დემონსტრირება იმისა, თუ როგორ დასუსტდა ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში. რუსეთის საგარეო უკვე ისეთ შემტევ განცხადებებს აკეთებს, რომ პირიქით, აქეთ გვადანაშაულებს ჩვენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებაში საოკუპაციო ძალების მიერ, ჩვენი მოქალაქეების დაჭრაში ჩვენ გვადანაშაულებს. ისე გათავხედდნენ, რომ გვადანაშაულებენ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს. მაგალითად, ამ განცხადებაში პირდაპირ ჩრდილი მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ​რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics