|
2020-07-15 15:43:39, 3577 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში
„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თუშეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის " ფარგლებში იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თუშეთს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი ქადაგიშვილთან, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტუმრობს. მათ კესელოს ციხე და ომალოში თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაათვალიერეს, ასევე მონაწილეობენ კამპანიის ფარგლებში მიმდინარე გასტროტურში. „ჩვენ ვმოგზაურობთ, რათა საკუთარი მაგალითით წავახალისოთ და მოვუწოდოთ ყველას, რომ აღმოაჩინონ ეს შესანიშნავი ძეგლები, შესანიშნავი ადგილები, რითიც ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ,ნახონ ჩვენი განუმეორებებლი ბუნება, ესტუმრონ ჩვენს კურორტებს. ეს, გარდა იმისა, რომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, არის ძალიან კარგი და პატრიოტული საქმე - დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ ტურიზმს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)