01:47 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 16:17:26, 1289 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, ოპოზიციას კარს მომდგარი არჩევნები აშინებს

„ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე  განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

მისი შეფასებით, აქ კარგად ჩანს, „ის თუ რის ეშინია ყველაზე მეტად რადიკალურ ოპოზიციას, - ეს არის კარს მომდგარი არჩევნები“. პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგის შესახებ და არჩევნების მიმართ შიში აქვს.

„მათ იციან საკუთარი რეიტინგი, სამპროცენტიანი რეიტინგი და ბუნებრივია, სამპროცენტიან პარტიას აქვს შიში არჩევნების მიმართ, მაგრამ ამ შიშიდან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოვაცხადებთ. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი დღეს არ არის“,- განაცხადა დეპუტატმა.

მან საზოგადოებას შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველანაირი ეპიდემიის დროს არ ცხადდება და ის საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ეპიდემიასთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი ვითარება არ არის და პანდემიასთან ჩვეულებრივი კანონითა და მაქსიმალურად რბილი ზომებით შესაძლებელია ბრძოლა.

„ეს კანონი არის აბსოლუტურად რაციონალური, ატარებს მაქსიმალურად რბილ ზომებს, იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვებით საბოლოოდ დავამარცხოთ პანდემია, შესაბამისად, მე, პირადად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics