19:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 12:40:34, 4087 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატანი ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, მსგავსი ექსტრემალური ზომების მიღება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ პარლამენტის ნებართვითაა დასაშვები.

„მთავრობა და „ქართული ოცნება“ აკეთებს დემგოგიურ განცხადებებს იმის თაობაზე, თითქოსდა საგანგებო მდგომარეობით მინიჭებული უფლებებით აღჭურვა საჭირო არის პანდემიასთან ბრძოლისათვის. სინამდვილეში, ასეთი ექსტრემალური ზომების მიღება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომრეობის პირობებში პარლამენტის ნებართვით და ნებისმიერი მსგავსი უფლებების დელეგირება მთავრობისათვის, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არჩევნების ჩატარება მთავრობისათვის ამ უფლებების ქონის პირობებში გააჩენს სერიოზულ ეჭვს მისი სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების თვალსაზრისით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღეს განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში“ შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ექნება იმის უფლება ,რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებები დააწესოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics