01:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 11:11:26, 14679 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია.

მისივე თქმით, ოთხივე ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. ამჟამად კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი რჩება. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 87 პროცენტს შეადგენს. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

ჩვენს ცენტრში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ახალი არ მიგვიღია. ამჟამად გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა და მათი მდგომარეობა უცვლელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics