|
2020-07-13 19:48:04, 3870 ნახვა
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი ერდოღანს - ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას
"ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას" , - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა ჟოზეფ ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს თანამშრომლობის კუთხით. "მნიშვნელოვანი საკითხი იყო აია-სოფიას ტაძარი. საბჭომ დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება ასეთი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაქცევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ ძალისხმევაზე დიალოგთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელიმ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)