01:45 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 11:01:03, 1301 ნახვა

პოლიტიკა
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო, - აღნიშნულის შესახებ დარგებრივი ეკონომიკის კომიტეტის თამჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ მაქსიმალურად მოხდეს მიღწეული კონსესუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის.

„კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა გადაიდო, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული კონსესუსი პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ცხადია, ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

კაკულია განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხვალ, 14 ივლისს განახლდება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics