|
2020-07-06 22:29:33, 2295 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია
"ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში" სტუმრობისას.
მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, Covid19-ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა.
„ხშირად ამბობენ ეკონომიკა თუ Covid19-ის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მართვა და მისი ფართოდ გავრცელების შეზღუდავა. მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ეკონომიკა გაქვს და გავრცელებაც მასშტაბურია. თუ ავიღებთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ვნახავთ, რომ ზოგიერთმა, ვირუსის მიმართ ძალიან ღია და ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, იმისათვის რომ ეკონომიკა არ დაეზარალებინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ერთთვიანი ან 6-კვირიანი მკვეთრი კარანტინი დააწესა. იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა არ შეიზღუდა 4-5 თვის ჯამური ეფექტი მიიღეს შემდეგი: ქვეყანაში არის 10-ჯერ მეტი დაღუპული, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელებული, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელმაც 4-6 კვირის ფასი გადაიხადეს, სრულად დაკეტა ქვეყანა, მაგრამ დღეს, გაცილებით უფრო ოპტიმისტია იქაური მომხმარებელი და გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება ქვეყნის ეკონომიკაც. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, ჯობია, რომ ვიყოთ უფრო მკვეთრები, მაგრამ უფრო მკაფიოები და დამაჯერებლები. როცა საჭირო იყო მაქსიმალურად ჩავკეტეთ და როცა ვნახეთ რომ რისკი არ არის, გავხსენით მაქსიმალურად. ახლა ვხედავთ, რომ გარედან ვირუსის შემოსვლის რისკი მაღალია და მისი ეკონომიკური ფასი ძალიან მცირეა," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)