|
2020-07-06 18:45:13, 1955 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - უნგრეთის მინისტრი მიესალმა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზიარი“ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება
„საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა- ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვს ორივე ქვეყანაში და ეს პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარს" შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და იმ პირობებში, რომელიც მას საქართველოში შეუქმნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი. „ჩვენი უნგრელი სტუმარი მიესალმა ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რათა „ვიზიარი" ჩავრთოთ ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თანამემამულეების გეგმაზომიერ ჩამოყვანას ევროპიდან. „ვიზეარი" ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირეა ამ პროგრამაში. რასაკვირველია, „ვიზეართან" ერთად ველოდებით იმ პერიოდს და ერთად ვმუშაობთ, როდესაც შევძლებთ უფრო მასობრივი რეგულარული ფრენების აღდგენას. ამ ეტაპზე კი, უნგრული ავიაკომპანია ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)