|
2020-07-06 15:50:42, 2684 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - მარტივად გაიყიდნენ, როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, უარი თქვეს
ძალიან მარტივად გაიყიდნენ, როგორც კი უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებაზე მემორანდუმი შევთავაზეთ, უარი თქვეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებასთან და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მემორანდუმის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია ხშირად აყენებს ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონვე ეწინააღმდეგება. „ჟარგონულად რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25 მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა, თითქოს ისინი ითხოვდნენ ამას, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ ამასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება, მაშინვე უარი თქვეს. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან. ძალიან მარტივი ტრიუკით დღეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. რაც შეეხება 500 მეტრიანს, საერთოდ კომიკურია. მაგალითად პარლამენტის გვერდით, პირველი სკოლის შენობაში არის საარჩევნო უბანი. რომ დაწესდეს 500 მეტრიანი კი არა 50 მეტრიანი რადიუსი ადამიანებს გაჩერებაზე დგომაც კი აეკრძალებათ. ეს არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი და კომიკური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)