|
2020-07-06 11:07:20, 2120 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი
აქ.ახლა, „თიბისის“ მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი. სიახლე „თიბისიმ“ მომხმარებლის ცხოვრების გასამრტივებლად შეიმუშავა. უინტერნეტო მობაილბანკით სარგებლობისთვის, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში ინტერნეტი - ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს ჩართული. აპლიკაციის გამოყენებას კი ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს. „მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეული ჩვენგანი ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა მობილურის ბალანსი გვეწურება, არ გვაქვს ინტერნეტპაკეტი გააქტიურებული და ბალანსის შესავსებად მობაილბანკში შესვლა გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, სიახლე მომხმარებელს ამ პრობლემებს გადაუჭრის და კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულებას“, - თეა კობახიძე, „თიბისის“ მობაილბანკის გუნდის წევრი. სიახლით სარგელობას „თიბისის“ მობაილბანკის მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)