|
2020-07-04 08:57:37, 5535 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში პირბადის სავალდებულო გამოყენებას გულისხმობს
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსარანომ, ვეტო დაადო კანონს, რომელიც მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში პირბადის სავალდებულო გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ბოლსონარომ სოციალური მედიით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, დაწესებული კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლებელი იყო ადამიანები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, რომ პირბადეს სახლში არ ატარებდნენ. პრეზიდენტმა უარი თქვა ბრაზილიაში Covid-19-ის სიმძიმის აღიარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მეორე ადგილზეა. ამჯერად, ბრაზილიის კონგრესს ვეტოს აბსოლუტური უმრავლესობით დასაძლევად 30 დღე აქვს. როგორც ცნობილია, ბოლსონარო პირბადეს თავადაც კი არ ატარებდა. პრეზიდენტის მტკიცებით, „კარანტინი და სოციალური დისტანცია არ არის აუცილებელი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის მხოლოდ დააზიანებს ბრაზილიის მყიფე ეკონომიკას. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)