|
2020-07-03 15:22:07, 4303 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ
„თუ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საზოგადოებაში პოლარიზაციის დათესვას გააგრძელებენ, მთელი ცივილიზაციის რისხვა მოხვდებათ“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. სპეციალური ბრიფინგით დეკანოიძე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ოპოზიციის მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას გამოეხმაურა. „მიუხედავად ჩვენი პარტნიორების არაერთი მკაცრი გაფრთხილებისა, რომ საარჩევნო გარემო თავისუფალი უნდა იყოს, ხოლო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან, მუდმივად ვისმენთ ძალიან მძიმე სიძულვილის ენას. გვიწოდებენ რადიკალებს, კრიმინალებს. მათ შორის პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან პრემიერი არ ერიდება ძველბიჭურ გარჩევებს ოპოზიციის მიმართულებით. ეს არის სიძულვილის და დაპირისპირების ენის გაღვივება, რომელიც საზოგადოებაში პოლარიზაციას, ვითარების დამძიმებას უწყობს ხელს. უკვე აშკარაა, რომ ხელისუფლება არა საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მხოლოდ ივანიშვილს ესაუბრებადა ამ სიძულვილოს ენასაც მხოლოდ მის გასაგონად, საამებლად იყენებს. ჩვენი ინტერესია არჩევნები დემოკრატიულ, ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო ვითარება არ იქნება, არ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, მათთვის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. მათ საზოგადოების და ზოგადად ცვილიაზაციის რისხვა მოხვდებათ ცხვირში თუ ასე გააგრძელებენ პოლარიზაციის დათესვას საზოგადოებაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)