|
2020-07-02 15:37:38, 3534 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ნამახვანი ჰესი იმპორტულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ენერგოსისტემის მდგრადობას შეუწყობს ხელს
ნამახვანჰესის მშენებლობა უდიდესი, ისტორიული პროექტია ენერგეტიკოსებისთვის, შესაბამისად, მთლიანად საქართველოსთვის - 800 მლნ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში - ჰესების დადგმულმა სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა, ახლა იგეგმება დამატებით 2 სადგურის მშენებლობა. „ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგანც ჩვენ ვითხოვთ ინვესტორისგან, რომ უფრო მეტი ჰქონდეს დიალოგი მოსახლეობასთან, ამ დიალოგის ნაკლებობის გამო შეფერხდა ბევრი პროექტი, მაგრამ გვაქვს წარმატებული მაგალითებიც", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)