|
2020-07-02 14:13:21, 5942 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში, სამი თვის შემდეგ, პირამიდები ვიზიტორებისთვის გაიხსნა
ეგვიპტეში, კორონავირუსის გამო სამ თვიანი დახურვის შემდეგ, გიზის ცნობილი პირამიდები ვიზიტორებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. მათივე ინფორმაციით, პირამიდებში შესვლამდე ვიზიტორებს უსაფრთხოების გარკვეული ზომების დაცვა უწევთ. ვიზიტორებისა და მათი ჩანთების ჩათვლით, ყველაფერს დეზინფექცია უტარდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე გაიხსნა კაიროში მდებარე ეგვიპტის მუზეუმიც. ეგვიპტე იმედოვნებს, რომ ტურისტული ადგილების გახსნა ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას. ეგვიპტის მთავრობამ, 2 დღის წინ, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვა შეამსუბუქა და საერთაშორისო ფრენების საჰაერო მიმოსვლა გახსნა. ცნობისთვის, ეგვიპტეში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 თებერვალს დაფიქსირდა. აღნიშნულის შედეგად დაიხურა ქვეყნის მუზეუმები, არქეოლოგიური ადგილები, მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ბოლო მონაცემებით, ეგვიპტეში კორონავირუსის 69,814 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 3,034 ადამიანი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)