22:37 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-01 16:44:45, 2825 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების გამო

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში  პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელს,  ანა აბაშიძეს შემდეგი შინაარსის  წერილს უგზავნის:

„ჩვენმა ჟენევის მისიამ გადმომცა თქვენი ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სახელით საქართველოს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის თაობაზე.

ნება მიბოძეთ, გამოვხატო შეშფოთება ქართველი კანდიდატის, ქ-ნი სოფო კილაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე. სამწუხაროდ, რამდენადაც ყველამ კარგად ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხშირი მოვლენაა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც სავალალო მდგომარეობაა პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზების თვალსაზრისით. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ სამუშაოს შესაბამის საკითხებსა და საქმეებზე ამ დონემდე დაცემის მაგივრად. მერწმუნეთ, რომ ჩვენი მისია ჟენევაში ადეკვატურ ინფორმაციას იღებს ამ შეტყობინებიდან და ასევე სხვა საელჩოებიდან, რათა შეიქმნას საკუთარი პოზიცია ყოველ წარდგენილ კანდიდატზე.

მადლობელი ვიქნები, თუკი ჩემს შენიშვნებს გადასცემთ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჟენევის მისიაში წარდგენილ საჩივარს", - ნათქვამია გერმანიის ელჩის გზავნილში.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics