|
2020-07-01 12:14:42, 3591 ნახვა
რეგიონი
ქედის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ინფო-ტური გაიმართა
„ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“-ს ორგანიზებით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისა და ექსპერტებისთვის, ინფო-ტური გაიმართა. მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, რაფტინგი, ზენდიდის ციხე, გლამფინგი სოფელ დანდალოში, ჭიბონის დამზადების მასტერკლასი, ღვინის დეგუსტაცია ძმები ავალიანების საოჯახო ღვინის მარანში, ადგილობრივი კერძების მომზადების მასტერკლასი მახოს მარანში და ეს ყველაფერი ანსამბლ ,,ელესას" ძირძველი აჭარული სიმღერების ფონზე - ეს მოკლე ტურისტული მარშრუტია, რისი შეთავაზებაც ქედის მუნიციპალიტეტს შეუძლია. ინფო-ტურების მიზანია მუნიციპალიტეტში შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და არსებული კულტურული ძეგლების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის კვლევის ფარგლებში ხორციელდება. ორგანიზაციას მომდევნო ინფო-ტური მედიის წარმომადგენლებისთვის აქვს ჩანიშნული. #ტურისტულიმარშრუტებიქედაში #ახალისერვისები #მეტიტურისტიქედას!
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)