23:27 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:07:31, 4676 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს



ოფიციალური გადაწყვეტილება დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში. ჩემი ინფორმაციით ეს 3-4 დღეა რაც დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზეა დამოკიდებული - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურ გადაწყვეტილებასთან ერთად, ევროკავშირი გამოსცემს იმ რეგულაციებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქე უნდა დაემორჩილოს ევროკავშირში მოგზაურობის შემთხვევაში. 
"ის ინფორმაცია რაც ვრცელდება საქართველოს საზღვრების გახსნის შესახებ, ეს არის მედიის გავრცელებული, ეს უნდა იყოს ოფიციალურად დადასტურებული და მას შემდეგ რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამას შესაბამისი რეგულაციები მოჰყვება, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს. ამიტომ ჩვენ ველით ოფიციალურ დოკუმენტს სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული ჩვენი რეგულაციები, სრულ თავსებადობაში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან.
ოფიციალური გადაწყვეტილება დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ბრიუსელში. ჩემი ინფორმაციით ეს 3-4 დღეა რაც დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირზეა დამოკიდებული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 
 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics